სოფელ აღაიანის სკოლის მოსწავლეებმა სოფელში არსებული მრავალი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება საკუთარი სკოლის გამწვანებით დაიწყეს. მოსწავლეებმა მოაწყვეს დასუფთავების და გამწვანების აქცია, დარგეს ნაძვის ნერგები და ყვავილებით გაალამაზეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

ინიციატივის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო კედლის გაზეთი „დავიცვათ ბუნება”.მოსწავლეებმა
შეისწავლეს სოფლის ეკოლოგიური პრობლემები – ღია ნაგავსაყრელები, ჭების წყლის ვარგისიანობა, სოფელში არსებული ქვის გადამამუშავებელი საამქროები და სხვა. საკითხის მოსაგვარებლად მოსწავლეებმა თვითმმართველობას მიმართეს.

შეხვედრის დროს გადაწყდა სოფელში სკვერის მოწყობა, რომელის გაშენებასაც მხარს დაუჭერს როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ასევე ადგილობრივი თემი. მოსწავლეებმა უკვე შეარჩიეს ადგილი, სადაც სკვერი განთავსდება.