“პროექტების განხორციელების პროცესში მივხვდი, რომ წარმატება მიღწეული შედეგის ხალხის მიერ აღიარებას არ ნიშნავს, ჩემი აზრით, იგი მიღწეული შედეგის სარგებლიანობის გააზრებაა. მივხვდი, რომ სამოქალაქო განათლება მარტო სახელმძღვანელოთი არ ისწავლება, ადამიანს შინაგანად უნდა ჰქონდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მიღებული ცოდნაც რეალურად გამოიყენოს პრაქტიკაში.
ჩემი წარმატება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შინაგანი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები აღმოვაჩინე, გავხდი ბევრად უფრო აქტიური მოქალაქე და ჩემი თემისა და სკოლის პრობლემების მოსაგვარებლად სათანადო პროექტებიც განვახორციელე.