მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები.ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ გარემოს დაცვის სპეციალისტი ნინო სუხიტაშვილი, კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე, ლიბერთი ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.