ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის მოსწავლე გენო ბერაძე გვიზიარებს იმ გამოცდილებას, რომელიც მცირე გრანტის პროექტის „ობიექტივის ჭრილში” განხორციელებისას შეიძინა.„პროექტზე “ობიექტივის ჭრილში” მუშაობისას ისეთი უნარები შევიძინე, როგორიცაა გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა, გადამღები კამერის გამოყენება, სცენარის შექმნა. ასევე, შესაძლებლობა მომეცა მომერგო პროდიუსერის, ოპერატორის, რეჟისორის ამპლუა, რაც მომავალში, ვფიქრობ, ძალიან გამომადგება.
ყოველი გადასაღები დღე ხალისით იწყებოდა. ჩვენთვის საინტერესო იყო აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მიერ ჩატარებული მასტერკლასები, ინტერვიუები და ურთიერთობა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.
ვიდეორგოლებში წარმოჩენილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ძიების პროცესში საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც გაგვიჩნდა და გაიზარდა ჩვენი სამოქალაქო თვითშეგნება“ – ამბობს გენო ბერაძე, სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის მოსწავლე.