იყალთოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა კითხვით დაინტერესება და სკოლის ბიბლიოთეკის განახლება გადაწყვიტეს. ამისათვის თავდაპირველად ჩაატარეს კვლევა, თუ რომელი წიგნის წაკითხვა აინტერესებთ მათ თანატოლებს, სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი კი შეგროვილ მაკულატურაზე გადაცვლილი წიგნებით გაამდიდრეს.
მოსწავლეებმა სკოლაში საინტერესო სტუმრებიც მოიწვიეს, რომლებმაც წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ასევე, დაიდგა მინი-სპექტაკლი ქალთა უფლებების თემაზე და ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, სადაც კითხვები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან იყო შედგენილი. სკოლის ბიბლიოთეკისთვის ახალი წიგნების შეძენის მიზნით მათ თვითმმართველობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც მიმართეს.
მცირე გრანტის პროექტი ,,გახსენით წიგნით ახალი სამყარო“ განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.