თბილისის №157 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც „მომავლის თაობა“ პროგრამის მცირე გრანტის მხარდაჭერით, დაიწყეს სკოლის ღონისძიებათა დარბაზის რენოვაცია. მათ მოახერხეს სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების მობილიზება, რომ აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა პროექტში.

სკოლის ადმინისტრაციამ გამოყო 2500 ლარი სკოლის ბიუჯეტიდან. პარალელურად, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა საზოგადოებაში, რათა გაერკვიათ, რატომ არის მშობლების ჩართულობა სკოლურ ცხოვრებაში დაბალი.

კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი იყო ინფორმაციის ნაკლებობა. ამიტომ, მოსწავლეებმა სკოლაში გამართეს შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მშობლები და გააცნეს მათ პროექტის მიზანი.

მოსწავლეთა ძალისხმევით, მცირე გრანტის პროექტი წარმატებით განხორციელდა და ღონისძიებათა დარბაზი განახლდა. მშობლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს რენოვაციის სამუშაოებში. ღონისძიებათა დარბაზის გახსნის ცერემონიალზე, მოსწავლეებმა წარადგინეს კონცერტი და მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა სტუმრებისთვის.