სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, საკლასო პროექტის ფარგლებში, სკოლის ეზოს გამწვანება დაისახეს მიზნად. მოსწავლეები დაუკავშირდნენ თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობის წარმომადგენლებს და გააცნეს მათ პროექტის მიზნები.

მოსწავლეების თხოვნა დაკმაყოფილდა და სკოლამ უსასყიდლოდ ფიჭვის 100-მდე ნერგი მიიღო. მოსწავლეებმა ნერგების სკოლაში მისატანად დახმარება ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვეს, გამგეობის წარმომადგენელმა ბ-ნმა მალხაზ ბეგიაშვილმა მოსწავლეების ინიციატივა დააკმაყოფილა და ნერგების ტრანსპორტირება უზრუნველყო.

სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ორმოების მომზადების და ნერგების დარგვის პროცესში. მოსწავლეებმა აიღეს პასუხისმგებლობა გაუფრთხილდნენ და მოუარონ ნერგებს, რათა სკოლის ტერიტორიაზე ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა 50-მდე მოსწავლემ, მასწავლებელმა და თემის წევრებმა მიიღეს.