თბილისის №159 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი “გადაარჩინე ხე, გადაარჩინე სიცოცხლე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ რა ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოქმნის ტყის საფარის განადგურება, დაამზადეს მაისურები თემატური ლოგოთი და სლოგანით, დაბეჭდეს საინფორმაციო ფურცლები, დახატეს პლაკატები.
მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებმა საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს თემში, ვაკის პარკში და პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ვაკის პარკი ერთ-ერთი რეკრეაციული ზონაა. ასევე მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრა სკოლაში და გაუზიარეს პროექტზე მუშაობის დროს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება თანატოლებს.