ბოლნისში მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეზღუდვების, მისი მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისა და ოჯახში ძალადობის გამოვლენის კონკრეტულ ფორმებზე.

შეხვედრა ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროგრამა „მომავლის თაობა“ პარტნიორი აზერბაიჯანული და ქართული სექტორის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.