2015 წლის 20 ნოემბერს, აჭარის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები ბათუმში მოქმედ ტელეკომპანიებს „აჭარა“, „ტვ 25“ და  „ერა“ ესტუმრნენ და ტელევიზიების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს. შეხვედრებზე მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციისა და პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული მოსწავლეთა ინიციატივების აქტიურად გაშუქების საქმეში, ტელევიზიების მიერ გაწეულ წვლილზე ისაუბრეს და ჟურნალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

მოსწავლეები ასევე, გაეცნენ, თუ როგორ მუშაობენ ჟურნალისტების, როგორ მიმდინარეობს გადაცემების ჩაწერა და    სტუდიები დაათვალიერეს, სატელევიზიო წამყვანებს გაესაუბრნენ. შეხვედრები ნაყოფიერი აღმოჩნდა, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ბატონმა სოსო სტურუამ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე, კარგი ჟურნალისტის თვისებებზე  ისაუბრა და მოსწავლეებს მათ მიერ შეთავაზებული ინიციატივების მხარდაჭერა აღუთქვა.

ხოლო, ტელეარხის „ერა“ ხელმძღვანელობამ მოსწავლეებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა. სამოქალაქო კლუბების  5 მოსწავლე მომავალი თვიდან  სტაჟირების პროგრამას ტელეარხის ოფისში გაივლის.