2014 წლის 26 დეკემბერს სამოქალაქო კლუბის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბ-ნ ზაზა მელიქიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ დავით ლომიძეს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის, მუშაობის სტილის და გაწერილი სამუშაოების გაცნობის მიზნით. ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს კლუბის წევრებს, რომლებმაც მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვები დასვეს.
შეხვედრაზე მოსწავლეებისთვის პრიორიტეტული პრობლემების განხილვის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სოფელ მუსხში სამოქალაქო კლუბის სამუშაო ოთახის კეთილმოწყობის სამუშაოებში ჩაერთვება ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე, სოფელ ფერსაში არსებული ბიბლიოთეკის განახლებასა და კეთილმოწყობაში შეიტანს წვლილს. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ხარჯს, ადგილობრივი თვითმმართველობა აუცილებლად უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის მგზავრობის ხარჯების 50 % დაფარვას.
შეხვედრა მეტად ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრაზე დასმული საკითხები აქტუალური იყო, როგორც სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებისთვისაც.
სამოქალაქო კლუბის წევრები გააგრძელებენ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან სკოლაში და თემში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.