ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ახალქალაქში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა. იგი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გააქტიურებასა და სამოქალაქო პროცესებში მათი, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორების ჩართვას.ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო დისკუსიას ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის დანერგვის შესახებ. დისკუსია გაიმართა ახალქალაქის ,,მომავლის სახლში“, ადგილობრივი სკოლების მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, იგი დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი და კულტურულ-შემეცნებითი აქტივობით. ახალქალაქის ცენტრალურ პარკში მოსწავლეებმა მოაწყვეს ფლეშმობი და იქ შეკრებილი ხალხის წინაშე წარდგნენ ცეკვითა და სიმღერით.

იყო სამაგიდო თამაშებიც და ასფალტზე ხატვაც. ყოველივე ერთად კი საოცრად დინამიურ და ფერად გარემოს ქმნიდა.ღონისძიებას პარტნიორობას უწევდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, რომელმაც მონაწილეები დისკუსიისთვის საჭირო ფართით, ინვენტარითა და გახმოვანების აპარატურით უზრუნველყო. აქტივობები განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.