2016 წლის 29 ივლისს ახალქალაქში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც პროგრამის „მომავლის თაობა“ 12 პარტნიორი ქართული და სომხური სექტორის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფესტივალს ესწრებოდნენ პარტნიორი სკოლების პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, სახალხო დამცველის ახალქალაქის ოფისის და მედიის წარმომადგენლები.

ფესტივალი ახალქალაქის „მომავლის სახლში“ ვიქტორინით გაიხსნა. ვიქტორინის შეკითხვები ეხებოდა ადამიანის უფლებების დაცვის, ნატო-ევროკავშირის მნიშვნელობის და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საკითხებს.“

ფესტივალი ახალქალაქის სპორტ-კომპლექსში გაგრძელდა, სადაც სამოქალაქო კლუბის წევრ გოგონებისა და ვაჟების გუნდებს შორის მინი ფეხბურთი გაიმართა.

ტურნირში ქართული და სომხურის სექტორის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მეგობრობამ გაიმარჯვა. დასასრულს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში სომხურ და ქართულ მელოდიებზე ფლეშმობი მოეწყო, ხოლო ფესტივალში მონაწილე ყველა მოსწავლეს და ფესტივალის მხარდამჭერებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ახალგაზრდული ფესტივალის მიზანი იყო სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეების ინტეგრირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ფესტივალი გააშუქა ადგილობრივმა მედიამ – ტელეკომპანია მე9 არხი და ნინოწმინდის სათემო რადიო „NOR“. ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.