2017 წლის 25 მარტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშის, ყულიშკარის, ჭაქვინჯისა და ჯიხაშკარის საჯარო სკოლებს კოლხური ბზის ნერგები გადასცეს და მოსწავლეებთან ერთად სკოლის ტერიტორიებზე 200 ძირი კოლხური ბზა დარგეს. აღნიშნული პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმზე დაიგეგმა, სადაც “ლაზიკა კაპიტალმა” მხარი დაუჭირა მოსწავლეთა ინიციატივას ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით.
სკოლების ტერიტორიაზე ახლად დარგული ნერგების მოვლა პატრონობას მოსწავლეები უზრუნველყოფენ.