ის მიზნად ისახავდა იმერეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას და ადგილობრივ დონეზე, მოხალისეთა კლუბების საშუალებით, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას.
დასკვნით შეხვედრაზე, მოხალისეთა კლუბის წევრებმა მოამზადეს შემაჯამებელი პრეზენტაცია მათი საქმიანობის შესახებ – თუ რა გააკეთეს პროექტის ფარგლებში, რა გამოწვევები შეხვდათ ამ პროცესში და რა გამოცდილება მიიღეს.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები კლუბების საქმიანობის გაგრძელებას პროექტის დასრულების შემდეგაც გეგმავენ.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის მიერ.