აჭარის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ინიციატივით, 2018-2019 სკოლის სასწავლო წელი „ბულინგისაგან თავისუფალ ზონად“ გამოცხადდა. მოსწავლეების მიერ წამოწყებულ კამპანიას სატელევიზიო პროექტის “X ფაქტორი“ ფინალისტი, გიორგი ფუტკარაძე შეუერთდა, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ ბულინგის პრევენციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებში.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებული ანტი-ბულინგური კამპანიის მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო სკოლების ბულინგისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების საქმეში“ – აღნიშნა გიორგი ფუტკარაძემ ბათუმის ამერიკულ კუთხეში გამართულ შეხვედრაზე.