აჭარის რეგიონში ეკო კვირეული მოეწყო. კვირეულში 100-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის ღონისძიებები განახორციელეს: შეხვდნენ გარემოს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იმსჯელეს ბუნებრივი რესურსების განადგურების საფრთხეებზე და მიიღეს რეკომენდაციები. კვირეულში მონაწილე თანატოლ განმანათლებლებმა წარმატებით განახორციელეს საინფორმაციო შეხვედრები დაბალი კლასის მოსწავლეებთან და თემის წევრებთან გარემოს დაცვის საკითხებზე.
სკოლებში გამოაცხადეს ნახატების და ფოტო კონკურსი გარემოს დაცვის თემებზე, სკოლებში მოაწყეს გამოფენა, დაამონტაჟეს საინფორმაციო სტენდები და ჩაატარეს აქცია „ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას“. ეკო კვირეული აჭარის რეგიონში, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა მოაწყეს.
კვირეულის მიზანი ბუნებრივი რესურსების დაცვის და სწორად მოხმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.