ქობულეთის N2 და სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კომპანიის მხარდაჭერით განახორციელეს პროექტები „ავტომატურად მართვადი ჰიდროპონიკური სისტემა“ და „მწვანე სახურავი“. ასევე, მოსწავეები ესტუმრნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას, სადაც მათ პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ უმასპინძლა, გააცნო პალატის საქმიანობა და ესაუბრა სამეწარმეო განათლების მნიშვნელობაზე.პირველი პროექტი – „ავტომატურად მართვადი ჰიდროპონიკური სისტემა“ ქობულეთის N2 საჯარო სკოლამ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შექმნეს ჰიდროპონიკური კონსტრუქცია და დააპროგრამეს არდუინომეორე პროექტი – „მწვანე სახურავი“, სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს. პროექტის ფარგლებში მათ შექმნეს მწვანე სახურავის რამდენიმე მოდელი და გამოიკვლიეს მისი სარგებელი. პროექტები შექმნილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.