2015 წლის 27 იანვარს,  ბათუმში 
გაიმართა აქცია სახელწოდებით „მომავლის თაობა ირჩევს მშვიდობას“. აქციის მიზანი
იყო  მოსწავლეების პოზიციის
დაფიქსირება ბოლო დროს  მსოფლიოში გახშირებული  ტერორიზმის, ომის და ძალდობის ფაქტების წინააღმდეგ.

მსვლელობა,  6 მაისის პარკიდან   მემედ აბაშიძის გამზირის გავლით   დაიწყო. აქციის მონაწილეები ტრანსპარანტებით საზოგადოებას
მშვიდობიანი თანაარსებობისკენ მოუწოდებდნენ.

მოსწავლეებმა  მსვლელობა ფლეშ-მობით და მშვიდობის თემაზე შექმნილი
ნამუშევრების გამოფენით ერას მოედანზე დაასრულეს. აქციაში მონაწილეობა
მიიღეს პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა  აჭარის ყველა რეგიონიდან.

აქციაში  ასევე მონაწილეობა  მიიღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრის, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის  წარმომადგენლებმა. აქციაში 200 
– მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქცია  ბათუმის
მერიის ნებართვით განხორციელდა. მსვლელობის
დროს მოსწავლეთა საგზაო უსაფრთხოებას იცავდა 
საპატრულო პოლიცია. აქცია  გაშუქდა ადგილობრივი
მედიის მიერ. http://ajaratv.ge/new/momavali-taoba-irchevs-mshvidobas-aqtsia