2015 წლის 17 თებერვალს, თბილისის სკოლა „ივერონის“ სამოქალაქო კლუბის წევრებმა საბურთალოს გამგეობის შენობაში ორი მწვანე ყუთი დადგეს, რითაც საფუძველი ჩაუყარეს გამგეობაში მაკულატურის სისტემატიურ შეგროვებას. მწვანე ყუთების დადგმას წინ უძღვოდა 5 თებერვალს საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლების სტუმრობა სკოლაში.

სტუმრებმა სამოქალაქო კლუბს 250 კგ. მაკულატურა გადასცეს და ჩაერთნენ სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივაში – „გარემოს დაცვა მწვანე ყუთი.

250კგ. მაკულატურის გადამუშავებით სიცოცხლე დაახლოებით 3 ხეს შეუნარჩუნდება, ხოლო მაკულატურის გადაცვლის შემდეგ მოპოვებული ახალი წიგნებით სკოლის ბიბლიოთეკა გამდიდრდება.

სამოქალაქო განათლების კლუბმა „ივერონი ა.წ. იანვარში წამოიწყო ინიციატივა „გარემოს დაცვა მწვანე ყუთი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა 350 კგ. მაკულატურა შეაგროვეს და 18 ახალი წიგნი შემატეს სკოლის ბიბლიოთეკას.