“USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო ჩვენს საზოგადოებაში პოზიტიური გავლენის მოსახდენად. პროექტმა განსაკუთრებული სარგებელი მოუტანა თემში მცხოვრებ ქალებს და ბავშვებს, რადგან მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძალადობის პრევენიციის გზებზე. პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება ძალადობის შესახებ, რაც, ჩვენი აზრით, ყველას გაუხსნის გზას უსაფრთხო გარემოსკენ.

ერთიანობისა და სოლიდარობის გრძნობა, რომელიც წარმოიშვა ამ ძალისხმევის შედეგად, მართლაც ენით აღუწერელი იყო. ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა USAID-ის მხარდაჭერის გარეშე.” – ამბობს დავით ბოლქვაძე, სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლე.