2015 წლის 10 მარტს,  ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ჰუმანისტები” წევრებმა, ქუთაისში,  9 აპრილის ქუჩაზე კედელი მოხატეს და საზოგადოებას ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდეს. ,,ძალადობა დაუშვებელია,  განსაკუთრებით ბავშვების მიმართ,  ჩვენ  პროტესტის  ეს ფორმა ავირჩიეთ  – კედელზე შესრულებული ნახატებიც  ძალადობის თემაზეა, ‘’ – ამბობს  დავით მღვდელაძე,  სამოქალაქო კლუბის წევრი.

ინიციატივა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი” ფარგლებში განხორციელდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ღონისძიების დაგეგმვისას   ქუთაისის თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს –   კედლის მოხატვისთვის  მერიის ნებართვა მოიპოვეს.

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International –ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.