USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ შემდეგი შემაჯამებელი ღონისძიება თბილისის სკოლებისთვის გამართა. შეხვედრა გახსნა პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ, რომელმაც მიმოიხილა განვლილი აკადემიური წელი. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება როგორც კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების მუშობაზე, ასევე მცირე საგრანტო პროექტების განხორციელებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე.
ღონისძიების მსვლელობისას სერტიფიკატები გადაეცათ ტექნიკის კონკურსში გაამრჯვებულ სკოლებს, რომლებმაც ასევე მოიპოვეს “ლიდერი სკოლების” სტატუსი. ეს სკოლები არიან:
სსიპ – ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ თბილისის №71 საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ თბილისის N174 საჯარო სკოლა
ლიდერი სკოლები, მომავალ სასწავლო წელს, საკუთარ გამოცდილებას პარტნიორ სკოლებს გაუზიარებენ. გამარჯვებული სკოლების კომპიუტერულ ტექნიკას ივნისის თვეში მიიღებენ.
ღონისძიებაზე მასწავლებლებს სიტყვით მიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თავმჯდომარემ მაკა ბიბილეიშვილმა. მან დამსწრეებს, ფორუმის მიერ, ჩვენი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თბილისის მასშტაბით USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი.