ჩვენს პროგრამაში ჩართულმა სკოლებმა, სასწავლო წლის განმავლობაში, 125 საკლუბო ინიციატივა და 120 მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტი განახორციელეს, მათგან საუკეთესოები კი ერთმანეთის წინაშე წარადგინეს. ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები:
სსიპ – მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლა
სსიპ – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა
სსიპ – ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა
მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები რეგიონის მასშტაბით, რომლებიც მხარს უჭერდნენ მოსწავლეთა პროექტების განხორციელებას.
კახეთში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK