გორში გამრთულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და USAID-ის წარმომადგენელი ნინკა ბუაჩიძე. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დამსწრეებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები წარუდგინეს და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. ამავდროულად, დაჯილდოვდნენ აქტიური მოსწავლეები და სკოლების მხარდამჭრი ბიზნესები.ღონისძიების დასასრულს, ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თოჯინების თეატრი უფლებებისა და ბულინგის თემებზე.