საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თანატოლებისთვის სემინარი ჩაატარეს „ადრეული ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები“. მათ ისაუბრეს საქართველოში ადრეული ქორწინების სტატისტიკაზე.

განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში „ადრეულ ასაკში ქორწინება გამოწვევები და გადაჭრის გზები.“თამარ შაორშაძე, მე-9 კლასის მოსწავლე: „ნაადრევი ქორწინება, ბევრ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახების დიდი რაოდენობა ვერ ინარჩუნებს ერთიანობას, რადგან ამ დროს წყვილი არ არის ბოლომდე მომზადებული, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად.

ახალგაზრდა ვერ იღებს განათლებას და რჩება პროფესიის გარეშე, აქვს ეკონომიკური პრობლემები.“