“ჯანმრთელობის სახლის”, ატრაქციონების პარკ “ციცინათელასა” და ,,გრინვეის” მხარდაჭერით, მოსწავლეებმა უკვე მოაწყვეს სპორტული სივრცე და ჩაატარეს პირველი ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში. სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლას ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, სასწავლო პროცესი კი ალტერნატიულ გარემოში ტარდება, სადაც არ არის სპორტული დარბაზი ან გარე მოედანი. კომპანიების მხარდაჭერა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, რომ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და კვლავ შეძლონ კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობა.