2014 წლის 2 დეკემბერს სურამის №1, №2, №3 და იტრიის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ სურამის მე3 საჯარო სკოლის მე2 კლასის მოსწავლის დასახმარებლად, რომელსაც ლეიკემია აღმოაჩნდა. მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს – ინფორმაცია აქციის შესახებ და მათ მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი სახელწოდებით „სურამის საჯარო სკოლები ერთიანდებიან მეგობრის დასახმარებლად“ სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელეს.

ხაშურისა და სურამის რამდენიმე მაღაზიაში დაიდგა შემოწირულობის ყუთი. მოსწავლეები მოუწოდებდნენ მოსახლეობას მონაწილეობა მიეღოთ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში.

მოსწავლეების ინიციატივით 18 დეკემბერს განხორციელდა საქველმოქმედო კონცერტი, რომლის მხარდამჭერები იყვნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სურამის კულტურის სახლი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა რეგიონალური განვითარებისათვის“. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სურამის №1, №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სურამის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ცისარტყელამ“ და ხაშურის ვოკალურმა ანსამბლმა „ციცინათელამ“ , კონცერტს ხაშურის და სურამის მოსახელობა დაესწრო, სულ 400 ადამიანი.

აქციის შედეგად შეგროვილი თანხა მოზარდის მშობლებს გადაერიცხა მკურნალობისთვის.