ფორუმში, საქართველოს მასშტაბით, 11 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ დამსწრეებს გაუზიარეს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივები.
ღონისძიებას ონლაინ დაესწრო 800-ზე მეტი ადამიანი. ფორუმი გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ასევე, ფორუმზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ – კახაბერ ერაძემ.
ფორუმის პირველი სესიის – მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სკოლის მართვაში – ფასილიტატორი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ექსპერტი ნიკოლოზ სილაგაძე.ფორუმის მეორე სესიას – სასკოლო პროექტები მოსწავლეთა თვითმმართველობის მხარდაჭერისთვის – ფასილიტაცია გაუწია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინოვაციური განათლების პროგრამის კონსულტანტმა მანანა ჯინჭარაძემ. ფორუმს ონლაინ დაესწრო 800-ზე მეტი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით.