სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ოფიციალურად 2013 წლის 30 მაისს დაფუძნდა. თუმცა, როგორც არარეგისტრირებული ქსელი, ის ჯერ კიდევ 2011 წელს ჩამოყალიბდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა PH-International-ი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან, პროგრამის რეგიონულ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

ფორუმის დაარსების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება, პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

დღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ერთ-ერთი მასშტაბური წევრობაზე დაფუძნებული პედაგოგთა გაერთიანებაა საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში და აერთიანებს 1000-ზე მეტ სასკოლო სამოქალაქო განათლების პედაგოგს. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ორგანიზაციის საქმიანობის, მასში  გაწევრიანებისა და თანამშრომლობის შესახებ ეწვიეთ ორგანიზაციის ვებგვერდს: ctf.org.ge