7th Oct

მაყვალა ლემსაძე, სოფელ ახოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

„პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელიც კარგი ასპარეზია ახალი იდეებისა და შესაძლებლობების აღმოჩენისთვის, ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის „მართვეს " წევრებმა არაერთი საკლასო და საკლუბო პროექტი განახორციელეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი დისტანციური სწავლების დროს გაკეთებული საკლასო პროექტი „ქალთა თანასწორობა" იყო, რომლის აქტივობები მოსწავლეებმა დისტანციურად შეასრულეს. ამაში მათ პროგრამის ფარგლებში შეძენილი უნარები დაეხმარა. „მომავლის თაობამ“ დადებითად იმოქმედა ჩემს პროფესიულ განვითარებაზეც - დღეს მე ბევრად აქტიური და კომუნიკაბელური ვარ და პროფესიული წინსვლისთვის ვიბრძვი,“- ამბობს მაყვალა ლემსაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.