7th Oct

ინდირა გაბაიძე, სოფელ ვერნების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

,,მომავლის თაობამ“ საუკეთესო შესაძლებლობა მომცა, მოსწავლეებისათვის უკეთ ამეხსნა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ყოველდღიურ პრაქტიკაში დამენერგა დემოკრატიისა და კარგი მოქალაქეობის პრინციპი, პროექტული სწავლებით კი მონაწილეობა მიმეღო მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში. შედეგად საგრძნობლად შეიცვალა მშობლების დამოკიდებულება საგნის სწავლების მიმართ, ისინი მიესალმებიან და ხელს უწყობენ მოსწავლეების სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას.
,,მომავლის თაობამ“ მოსწავლეებს პროექტული სწავლებით განუვითარა ღირსეული მოქალაქისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, კერძოდ: იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იზრუნონ საკუთარ ქვეყანაზე, დაიცვან ადამიანის, მოქალაქის უფლებები და იყვნენ ტოლერანტულები, სამართლიანები, პატრიოტები, კანონმორჩილები, ჰქონდეთ ლიდერობის უნარი და აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების პროცესში - ამბობს ინდირა გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.