1st Oct

ქეთევან ბრეგაძე, სოფელ როხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

„კომპეტენტური ადამიანებისგან მიღებული კვალიფიციური რჩევები ერთი-ორად სასარგებლო და სასიკეთოა ახალგაზრდებისთვის. ასეთი შემეცნებითი ხასიათის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს მათი მომავალი გეგმებისა და, ზოგადად, საკუთარი ცხოვრების გონივრულად წარმართვაში“ - ასე აფასებს ონლაინ შეხვედრებს ქეთევან ბრეგაძე, სოფელ როხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა დისტანციური სწავლის პერიოდში წარმატებით განახორციელეს არაერთი შემეცნებითი აქტივობა. მათ შორის იყო ონლაინ შეხვედრები და კონფერენციები. მოსწავლეები საინტერესო თემებზე სასაუბროდ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს იწვევდნენ და თავადვე წარმართავდნენ მოლაპარაკებებს, რაშიც პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შეძენილი უნარები ეხმარებოდათ.
ჩატარებული ონლაინ შეხვედრებიდან აღსანიშნავია საუბარი დავით ტურაშვილთან, რომელიც ზოგადად ლიტერატურაზე, წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა კლუბის წევრებს და თავისი ორი ნაწარმოები -,,ტიბეტი არ არის შორს" და ,,ჯინსების თაობა" განიხილა მათთან.
ყველა ამ შეხვედრაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ, ისინი მეტწილად კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.