24th Fe

თეა ხუროშვილი, გორის 3-ე საჯარო სკოლა

თეა სამოქალაქო განათლების კლუბ „მედიატორის“ მეურვე და პედაგოგია გორის მე-3 საჯარო სკოლაში. ენთუზიასტ და აქტიურ პედაგოგს არასამთავრობო და საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა მისი კარიერული და პიროვნული ზრდისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „სამოქალაქო განათლებისა პედაგოგთა გადამზადების პროგრამა აღმოჩნდა, რომელსაც PH internationali ახორციელებს. პროგრამამ მას შესაძლებლობა მისცა  არაერთ  კონკურსსა და პროექტში ჩართულიყო და   თავისი წვლილი შეეტანა სამოქალაქო და საზოგადოებრივად სასარგებლო  საქმიანობაში. იგი მონაწილეობდა დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკში, არის პედაგოგი ტრენერი. აღსანიშნავია მისი კლუბის მოსწავლეების წარმატებებიც პროექტებსა თუ სხვადასხვა კონკურსებში როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მასშატაბით.  კლუბი „მედიატორი“ ამჟამადაც ახორციელებს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მცირე საგრანტო პროექტს.

სწორედ  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში  ჩართულობამ განაპირობა ის, რომ თეა ხუროშვილი დღეს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის სამოქალაქო განათლების ტრენერია და შესაძლებლობა აქვს,  საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს, კოლეგებსა და თანამოქალაქეებს  გაუზიაროს.

თეა  ლიდერის თვისებებით და  ადამიანებთან წარმატებული ურთიერთობის უნარით გამოირჩევა. მუდამ ინფორმირებულია მის გარშემო და პარტნიორ ორგანიზაციაში „ბილიკი“ მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელთაც შემდეგ ეფექტურად აწვდის საკუთარი კლუბის  წევრებსაც. პედაგოგიური მოღვაწეობის ყოველ ნაბიჯზე იგი  საკუთარი კლუბის მოტივირებით და განვითარებით არის დაინტერესებული ამას ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს.

„მიზნის მიღწევა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. გამოიჩინეთ რაც შეიძლება მეტი ორგანიზებულობა და პროფესიული კუთხით განვითარების სურვილი - PH International -ი ჩვენს გვერდითაა!“-   ამბობს თეა.