23rd Ju

მაკა მოსახლიშვილი, რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების წესი. გამონაკლისი არც საქართველო იყო. საგანმანათლებლო პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასვლამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლეები და მათი მშობლები.

მუშაობის ამ რეჟიმში ახალი საგანმანათლებლო პლატფორმების ათვისება მოგვიწია. თავიდან რთული იყო, მაგრამ პროგრამის „მომავლის თაობა“ მიერ შემოთავაზებული ელექტრონული რესურსების, ტრენინგებისა და ვებინარების დახმარებით ამ სირთულეების დაძლევა შევძელით.

დისტანციური სწავლების დროს საკმაოდ რთული აღმოჩნდა პროექტებზე მუშაობაც.   დაგეგმილი აქტივობებიდან ზოგის ონლაინ  განხორციელება მოგვიხდა, ხოლო ზოგის -დროებით გადავადება.

მიუხედავად გამოწვევებისა, მოსწავლეები მაინც აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის - ესეების კონკურსში, ონლაინ შეხვედრებში; ატარებდნენ საინფორმაციო კამპანიებს, ქმნიდნენ ვიდეო რგოლებსა და ონლაინ პრეზენტაციებს.

კორონავირუსის პანდემიის დროს არსებულმა გამოწვევებმა ერთმანეთს კიდევ უფრო დაგვაახლოვა და  საგანგებო სიტუაციაში მუშაობა გვასწავლა, კერძოდ - სირთულეების გადალახვა და ალტერნატიული გზების ძიება.