21st Ap

თამარ კურტანიძე, დაბა ჩოხატაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

თამარ კურტანიძე, დაბა ჩოხატაურის სკოლის პედაგოგი აგრძელებს აქტიურ მუშაობას და ახალ ინიციატივებს ახორციელებს მოსწავლეებთან ერთად.
,,სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა" მიერ შექმნილ ციფრულ რესურსებს აქტიურად ვიყენებ მოსწავლეებთან დისტანციური სწავლების დროს.
კორონავირუსით გამოწვეული დისტანციური სწავლების დროს ვეუფლებით ახალ უნარებს და ვაგრძელებთ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას. ბევრ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვნენ მოსწავლეები, როგორიცაა #დარჩისახლში#გააკეთერამე#იპოვეახალიჰობი, რომლის ფარგლებშიც მათ დაამზადეს პოსტერები, ფლაერები, ვიდეო მიმართვა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარეს თანატოლებს.
პროგრამაში ,,მომავლის თაობა“ 2014 წლიდან ჩავერთე, მაშინ დამწყები პედაგოგი ვიყავი და პროგრამა დამეხმარა ახალი უნარების შეძენაში, საკუთარი თავის რეალიზებაში. მოსწავლეებთან ერთად განვახორციელეთ არაერთი პროექტი და ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ზრდას, მოხალისეობას, გარემოზე ზრუნვას, სათემო პრობლემების მოგვარებას და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას,  ახლა ამ საქმიანობას დისტანციურად ვაგრძელებთ“ - ამბობს თამარ კურტანიძე, დაბა ჩოხატაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.