23rd Ma

სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დიღმელაშვილი ონლაინ რესურსების შესახებ

თბილისის # 59 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დიღმელაშვილი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი ონლაინ რესურსების შესახებ გვიზიარებს გამოცდილებას:

„სამოქალაქო განათლების პროგრამის ,, მომავლის თაობა" ფარგლებში შექმნილმა ციფრულმა რესურსებმა გამიადვილა სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ონლაინ სწავლების პროცესი. მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქვიზებით- კითხვები მოსანიშნი პასუხებით. აღსანიშნავია იმ მოსწავლეების აქტიურობა, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში უფრო პასიურები იყვნენ.

„მოსწავლეებმა ციფრული რესურსის ჯგუფში დადების მომენტიდან ძალიან მალე გამომიგზავნეს შესრულებული დავალებების პასუხები“ - ამბობს ნინო დიღმელაშვილი, თბილისის # 59 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.