6th Mar

მანანა ჩხაიძე, სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

მანანა ჩხაიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სკოლის დირექტორი. ქ-ნი მანანა მოსწავლეების პროექტებში ჩართულობის შედეგებზე საუბრობს:

„პროექტულმა სწავლებამ მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერებისა და მოტივაციის  ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მოსწავლეები ავლენენ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აქტიურად მონაწილეობენ პრაქტიკულ საქმიანობაში, განუვითარდათ პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი, მათ შეიძინეს ცოდნა და ახალი უნარ-ჩვევები. სამოქალაქო განათლებაში მიღებული ცოდნა მათ უდავოდ დაეხმარება საზოგადოებაში ინტეგრირებასა და დამკვიდრებაში.“ 

ქალბატონი მანანას თქმით მასწავლებელთა ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, სკოლისთვის მოწოდებული რესურსები პროფესიულ წინსვლასა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაში დაეხმარა.