20th Fe

ნანა მარღანია სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

ნანა მარღანია სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და პროგრამის ტექნიკის კონკურსის გამარჯვებულია.

ქ-ნი ნანას თქმით, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და პროფესიულ ზრდაში დაეხმარა, რის შედეგადაც წამყვანი მასწავლებელი გახდა.

მისი მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების სწავლება დღეს ბევრად უფრო სახალისო და საინტერესოა. პროგრამის ფარგლებში შექმნილი წიგნების გამოყენებით მათ შეუძლიათ საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება.

„ვამაყობ, რომ საშუალება მომეცა ჩემი წვლილი შევიტანო ახალგაზრდა თაობის აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ჩვენ შევქმენით წარმატებული, აქტიური სამოქალაქო განათლების კლუბი „ედელვაისი“, რომელმაც სასკოლო და სოფლის გარემო უკეთესობისკენ შეცვალა“ -ამბობს წარმატებული პედაგოგი.