20th De

ნინო ბერიტაშვილი, თბილისის #118 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

 „სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები დამეხმარა პროფესიულ ზრდაში და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მიღებულ ცოდნას აქტიურად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ პროექტული სწავლება, რაც კარგი საშუალებაა მათთვის ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში, გამოიყენონ თავიანთი უფლებები, ითანამშრომლონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ამჟამად ვახორციელებთ მცირე გრანტის პროექტს ეკოლოგიის თემაზე - „ერთად ჩვენი გარემოსთვის“. მოსწავლეებმა შეძლეს საზოგადოებრივი პრობლემის გამოვლენა, ითანამშრომლეს მაჟორიტარ დეპუტატთან და შეიმუშავეს პრობლემის მოგვარების გზები. ისინი გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და მოტივირებულები. დარწმუნდნენ, რომ არიან საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები და თითოეულ მათგანს შეუძლია შეცვალოს მომავალი" - აღნიშნა ნინო ბერიტაშვილმა,
თბილისის #118 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.