11th No

ეთერ მჭედლიშვილი, ქობულეთის #6 საჯარო სკოლის პედაგოგი

"პროგრამის ,,მომავლის თაობა'' ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვნად მეხმარება. ტრენინგებზე შექმნილი უშუალო, თანამშრომლობითი გარემო პედაგოგებს საშუალებას გვაძლევს, თავისუფლად, ღიად დავსვათ შეკითხვები ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე, გამოვავლინოთ სწავლებაში არსებული ხარვეზები და მათი გადაჭრის გზებზეც ვიმსჯელოთ. ამ გარემოში  ეფექტურ უკუკავშირს ვიღებთ ტრენერისგანაც და კოლეგებისგანაც, რაც თითოეული მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე ტრენინგებზე მიღებული ცოდნა  სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში და პროფესიულ ზრდაში აშკარად მეხმარება, ამ ცოდნასა და სხვათა გამოცდილებას აქტიურად ვიყენებ პრაქტიკაში, კერძოდ: ვზრუნავ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილები  შედეგებზე ორიენტირებული, რეალურად მიღწევადი მიზნებით დავგეგმო; საგაკვეთილო პროცესებში სიახლეები და ინოვაციები დავნერგო, სწორად წარვმართო მოსწავლეებთან დიალოგი და ხედვების ადვოკატირებაც შევძლო;  ვცდილობ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოსწავლეებს ის უნარ-ჩვევები განუვითარო, რომელიც მათ პრაქტიკულ საქმიანობასა და  აქტიურ  მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება“- აღნიშნა  ქობულეთის #6 საჯარო სკოლის პედაგოგმა ეთერ მჭედლიშვილმა.