6th Sep

შორენა ჭიჭინაძე-გელდიაშვილი, თბილისის #74 საჯარო სკოლის პედაგოგი

შორენა ჭიჭინაძე-გელდიაშვილი,  თბილისის #74 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი: "პროფესიული განვითარების ტრენინგი ძალიან დამეხმარა, კიდევ უფრო გამეღრმავებინა ცოდნა პროექტულ სწავლებაში. მნიშვნელოვანი იყო ილუსტრაციების გამოყენების საშუალებით კრიტიკული აზროვნების განვითარება; სხვადასხვა პრობლემის შესახებ მსჯელობა; სადისკუსიო საკითხების განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება; წყაროებზე მუშაობა და დასკვნების გაკეთება. ტრენინგი დამეხმარა იმის გააზრებაში, თუ როგორ მივიტანო ეს საკითხები მოსწავლეებამდე. აქ მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩემი და ჩემი კოლეგების საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარებაზე".