6th Sep

ელენე ოგბაიძე, სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგი

ელენე ოგბაიძე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი:  "პროგრამა „მომავლის თაობა“ საშუალებას მაძლევს, ტრენინგებისა და თემატური შეხვედრების საშუალებით, ცოდნა გავიღრმავო სამოქალაქო განათლების სხვადასხვა მიმართულებით. ამ მხრივ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო  პროფესიული ზრდის ხელშემწყობი ტრენინგი, რომელზეც თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად, აქცენტი არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე კეთდებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა და მე შევძელი სამოქალაქო განათლების საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარება. მთავარი კი ის არის, რომ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება დამეხმარება, ჩემი გაკვეთილები მოსწავლეებისთვის უფრო ინტერაქტიული და  საინტერესო იყოს".