5th Sep

შაქრო ქარცივაძე, სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

პროექტული სწავლება უდიდესი ნოვაციაა.  კეთებით სწავლება შემოქმედებით თავისუფლებას ანიჭებს ახალგაზრდებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაციის ასამაღლებლად და წარმატების მისაღწევად. მოსწავლეები გრძნობენ, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოაგვარონ პრობლემური საკითხები. 

შაბლონურ, გაკვეთილის სტერეოტიპულ ჩარჩოებს მიღმა, რეალურად თავისუფალ გარემოში გაცილებით მაღალია ენთუზიაზმის ხარისხი, შედეგად კი ვიღებთ მათ მიერ განხორციელებულ, სამოქალაქო ცნობიერებაზე დაფუძნებულ პროექტებს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას ემსახურება” – ამბობს შაქრო ქარცივაძე, სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.