26th Au

თამარ გორგილაძე, ბათუმის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

„სამოქალაქო განათლების კლუბი „ბალავარი“ ბათუმის #20 საჯარო სკოლაში 2011 წელს შეიქმნა. საკლუბო მუშაობის დასაწყისში მოსწავლეთა დაბალი აქტივობა იყო, ამიტომ გადავწყვიტე, ისეთ თემებზე მუშაობა შემეთავაზებინა მათთვის, რომლებიც დააინტერესებდათ და თავსაც გაართმევდნენ. ამ მიდგომამ, შემდგომ განხორციელებულმა ინიციატივებმა და პროექტების შედეგებმა მოსწავლეთა მოტივაცია საგრძნობლად გაზარდა. ახლა ისინი თვითონ გეგმავენ ღონისძიებებს, ინაწილებენ აქტივობებს, ამზადებენ სალექციო თემატიკას კლუბისა  და სკოლის  მოსწავლეებისთვის.  ჩვენი სამოქალაქო კლუბი უკვე რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ეს მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“ - ამბობს თამარ  გორგილაძე, ბათუმის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.