17th Ju

დალი კეკელიძე, სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგი.

„ჩემი სწავლისა და სწავლების მეთოდები მხოლოდ თეორიული მასალით  არ შემოიფარგლება. მაქსიმალურად ვცდილობ  მოსწავლეებს ხელი შევუწყო თეორიული მასალა პრაქტიკაში გამოიყენონ. ამისათვის ვახორციელებ სხვადასხვა სახის საკლასო თუ საკლუბო აქტივობებს: ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, იმიტირებული არჩევნებისა თუ სასამართლოს ჩატარება, თემის პრობლემების კვლევა, თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, საქველმოქმედო ღონისძიებებში მოწყობა და სხვა“.

„ვმუშაობ მრავალფეროვან გარემოში და ვცდილობ შევქმნა ურთიერთთანამშრომლობაზე დამყარებული ინტერაქტიული გარემო, სადაც მოსწავლე იგრძნობს საკუთარი ძალების რწმენას“. 

„ვფიქრობ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ჩვენსა და მოსწავლეთა ცნობიერებაში სხვადასხვა ფესვგამდგარი სტრეოტიპები წარმოადგენს, რის დასაძლევადაც, ყველაზე ეფექტური კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობაა, რომელიც აუცილებელია ანალიზისთვის, განსჯისთვის, არგუმენტების ძიებისთვის და დასკვნების გამოსატანად“.  

„ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობით, მრავალფეროვანი მეთოდებისა დ სტრატეგიების გამოყენებით ხელს ვუწყობ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა ინტეგრაციას ჩემს სასკოლო თემში“-ამბობს დალი კეკელიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგი.