6th May

ლალი სიჭინავა, ცხემლისხიდის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

„სამოქალაქო განათლების მასწავლებლობა  დღეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი მომავალი თაობის აღზრდა, ვისაც გაცნობიერებული ექნება საკუთრი უფლებები და მოვალეობები, ჩამოყალიბებული ექნება ანალიტიკური აზროვნების, დებატების, ლიდერობის და გუნდურობის უნარ-ჩვევები. 

საქართველოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეები სჭირდება, აი მაშინ გვექნება დემოკრატიული ქვეყანა. სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობა“ კი  გვეხმარება ამ მიზნების მიღწევაში. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა - კეთებით სწავლება  სამოქალაქო განათლების სწავლებას უფრო საინტერესოს, სახალისოს, დაუვიწყარსა და ეფექტურს ხდის“ -ლალი სიჭინავა, ცხემლისხიდის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.