12th No

მანანა მახარაძე, სოფელ ლეღვას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სკოლის დირექტორი.

“სამოქალაქო განათლების სწავლება მეხმარება აღვზარდო თავისუფალად მოაზროვნე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე პატრიოტული სულისკვეთების აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც გაცნობიერებული ექნებათ მათი მოქალაქეობრივი ვალდებულებები, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვის აუცილებლობა და ემპათიისა და ტოლერანტობის გრძნობა“.

„პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გავიარე ტრენინგები, რაც დამეხმარა პროფესიულ ზრდაში. ტრენინგებზე მიღებულმა ცოდნამ ხელი შემიწყო ჩემს მოსწავლეებთან ერთად დამეწყო თემში და სკოლაში არსებული პრობლემის მოგვარება. ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე საკლასო და საკლუბო პროექტი თემისა და სკოლის საკეთილდღეოდ“. 

„სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში დავნერგე პროექტული სწავლება, რაც მოსწავლეებს ეხმარება გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. პროექტული სწავლება, მოსწავლეებს უყალიბებს პრობლემების გამოვლენის უნარს, აძლევს საშუალებას დასახონ პრობლემის მოგვარების გზები, სწავლობენ ადვოკატირებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სტრუქტურებთან“ - მანანა მახარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სკოლის დირექტორი.