6th Jul

მაია გულიაშვილი, 2017 წლის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, საუკეთესო სამოქალაქო განთლების პედაგოგის ჯილდოს მფლობელია.

ჩემთვის დიდი პატივია ამ სტატუსის მონიჭება და ამისთვის დიდი მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ და მის პარტნიორ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს". 

"ამ პროგრამაში ჩართულობით მიღებულ ცოდნას, ენერგიას და პოზიტივს რეგულარულად ვიყენებ მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, რაც ხელს უწყობს თავისუფალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე მომავალი თაობის აღზრდას". 

"ბედნიერი ვარ, რომ ასობით მასწავლებელთან ერთად, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში. ასეთი აღიარება და დაფასება, კიდევ უფრო მეტად მიმაღლებს მოტივაციას და დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს".