6th Jul

ზაირა ტყაბლაძე - სამოქალაქო განათლების 2017 წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელია!

პირველი წარმატება სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" საგრანტო კონკურსში მონაწილეობით დაიწყო. ამას მოჰყვა სამოქალაქო კლუბის „მე და სამართლიანი სამყარო" დაარსება, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აქტიური წევრობა, მოსწავლეებთან ერთად სამოქალაქო კლუბის მხარდაჭერის ტექნიკის კონკურსში გამარჯვება და საუკეთესო კლუბის მეურვის ტიტულის მოპოვება.

"გულწრფელად მჯერა, რომ კრიტიკულად მოაზრავნე, ინოვატორი და ტოლერანტი მომავალი თაობა შეძლებს სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას" - ამბობს ზაირა ტყაბლაძე.